ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 13:12
ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები განცხადებას ავრცელებენ.

„ბასილაშვილის უფლებადაცვლები ვადასტურებთ, რომ ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია.

ამ დროისთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გამოძიებისთვის საჭირო მასალები გავამჟღავნოთ, რადგან საქმე არასრუწლოვანს ეხება.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერში მას არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს.

ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე წარდგენილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2019 წლის შემდეგ განქორინებულები არიან. მათ 5 წლის შვილი ლუკასი ჰყავთ.

არასრუწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისაგან თავს იკავებს.

შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მისი მისამართით ისმის.

ბასილაშვილს სურს ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს“,- წერია ნიკოლოზ ბასილაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს, ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 100 ათას ლარიანი გირაო უკვე გადაიხადა.

primetime.ge

World No 27 Tennis Player Nikoloz Basilashvili’s Counsels’ In our capacity of Counsels to Nikoloz Basilashvili we...

Posted by Nikoloz Basilashvili on სამშაბათი, 26 მაისი, 2020