ვადიმ პრისტაიკო - თქვენი ძალა და თავისუფლებისადმი ერთგულება ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 16:17
ვადიმ პრისტაიკო - თქვენი ძალა და თავისუფლებისადმი ერთგულება ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა

ევროპული და ევროატლანიტუკრი ინტეგრაციის საკთხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი, ვადიმ პრისტაიკო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ჩემი გულითადი მილოცვა ჩვენ ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. თქვენი ძალა და თავისუფლებისადმი ერთგულება ჩვენ ყოველთვის შთაგვაგონებდა. მჯერა, რომ უკრაინის და საქართველოს პარტნიორობა გვაძლიერებს და ჩვენ ერთად მოვიტანთ მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში“ - ნათქვამია მის პირად Twitter გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავი აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.