ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ამობეჭდვა · 26 / 05 / 2020 17:57
ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოლა დიმიტროვი „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„კეთილი სურვილები ჩემს კოლეგას დავით ზალკალიანს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

2019 წელს ხელი მოვაწერეთ დიპლომატიური კავშირების დამყარების ოქმს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავი დავიწყეთ. გილოცავთ ეროვნული დღეს, ძვირფასო მეგობრებო!“ – აღნიშნულია მილოცვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 102 წლისთავი აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.