საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 10:02
საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან ერთად მივა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარადგენს, - ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მას შემდეგ, რაც დეპუტატები მთავრობის მეთაურისგან ანგარიშს მოისმენენ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც.