მთაწმინდის რაიონში გზების კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 12:23
მთაწმინდის რაიონში გზების კეთილმოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ამ დროისთვის, რაიონში რამდენიმე მისამართზე ეზოების სარეაბილიტაცია დასრულდა.

სამუშაოები ჩატარდა: პ. მელიქიშვილის ქ. N 6-6ა; პ. იაშვილის ქ. N 12; ი. გოგებაშვილის I გასასველი N 10; ა. მაჭავარიანის ქ. N 4; გ. ახვლედიანის ქ; შ. მილორავას ქ; რ. ჯაფარიძის ქ;

პროექტის ფარგლებში, 1750 კვ. მ ფართობზე ამორტიზებული ასფალტის საფარი შეიცვალა. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 91 066 ლარი გამოიყო.