ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა - ირაკლი მეზურნიშვილი
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 14:29
ის ტაქტიკა, რომელიც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა - ირაკლი მეზურნიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისთვის პრემიერ-მინისტრს და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ურთულეს პროცესში ბოლო თვეების განმავლობაში. დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ერთად შეძელით ის, რომ დღეს გლობალური პანდემიის პირობებში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა.

ის ტაქტიკა, რაც აირჩია საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, წარმატებული აღმოჩნდა და ამ ტაქტიკის ერთ-ერთი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ძალიან მაღალი ფასი იყო. ეს თავიდანვე შეფასებული იქნა, როგორც ძალიან მკაცრი ზომა, მაგრამ პირველადი მიზანი იყო არ მომხდარიყო პანდემიის ფართო გავრცელება და ამან, რა თქმა უნდა, სერიოზული დადებითი როლი შეასრულა. ამავდროულად შეგვიძლია გავაკეთოთ იმის ანალიზი, რომ ის ასეულობით ჯარიმა, რომელიც გამოწერილ იქნა ფიზიკურ პირებზე, ამ ადამიანების უმრავლესობისთვის, დაახლოებით 90%-თვის, შეიძლება ძალიან რთული გადასახდელი იყოს. ხომ არ არის იმის შესაძლებლობა და ხომ არ სჯობია ამ ჯარიმების გარკვეული ჩამოწერაც მოხდეს?“, - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.​