ოპოზიციის უსუსური კითხვები და გამოსვლები მოვისმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წარმატებული იყო მთავრობის მუშაობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში - გოგა გულორდავა
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 16:32
ოპოზიციის უსუსური კითხვები და გამოსვლები მოვისმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წარმატებული იყო მთავრობის მუშაობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში - გოგა გულორდავა

„ოპოზიციის უსუსური კითხვები და გამოსვლები მოვისმინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წარმატებული იყო მთავრობის მუშაობა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. ნაცვლად იმისა, რომ საგნობრივი შეფასებები მოგვესმინა, ზოგმა 26 მაისის  აღნიშვნა და ქალაქის მორთვა დაგვიწუნა და მე მინდა იმ ადამიანებს შევახსენო 2011 წლის 26 მაისი, როცა სისხლში საკუთრი მოქალაქეების სისხლში ჩახშობით აღნიშნეს და გვამები შემოალაგეს რუსთაველის მოედანზე“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგა გულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გოგა გულორდავა ასევე გამოეხმაურა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხს, რომლის კრიტიკაც სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გაჟღერდა.

„დიახ, ეს პრობლემები ნამდვილად არის და ეს პრობლემები ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც 2012 წელს თაღლითურად მოატყუეს და ვითომ რეესტრის ამონაწერები დაურიგეს,  რომელიც კაცმა არ იცის რა ფართობებზე იყო საუბარი. დიახ, მათ მიერ მოტყუებული მოსახლეობა სწორედაც რომ ვერ ახერხებს და არა ის ადამიანები, ვინც დღეს, ჩვენი ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროგრამით, რომელსაც ძალიან კარგად ართმევს თავს იუსტიციის სამინისტრო, ძალიან კარგად ირეგისტრირებენ“,-განაცხადა გოგა გულორდავამ.

გოგა გულორდავა ასევე შეეხო ანტიკრიზისულ გეგმას. „ როდესაც სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე ვსაუბრობთ, პრაქტიკაში ვაწყდებით რეგისტრაციის დროს თანასაკუთრებაში არსებულ ფართობებს, ასეთ შემთხვევაში დახმარების მიღება შეძლოს ერთმა ადამიანმა და მათ არ დაჭირდეთ მინდობილობა და სხვა სახის ბარიერების გადალახვა, რომ ეს დახმარება მიიღონ და ვფიქრობ, ეს ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე გადაწყვეტადია“,-განაცხადა გოგა გულორდავამ.​