თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 16:52
თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ იმ კითხავის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას. 

ცერცვაძე აცხადებს, რომ მას რაიმე შემოთავაზება მმართველი გუნდისგან არ მიუღია.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ პოლიტიკა მისი გატაცება და საქმე არ არის და არც არასდროს ყოფილა რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 

"მმართველი გუნდისგან არანაირი შემოთავაზება არ მქონია. პოლიტიკაში ჩემი ხილვა გამორიცხულია იმიტომ, რომ 70 წელს გადავცილდი და არსად, არცერთხელ არ ვყოფილვარ რაიმე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე და არცერთხელ შემოთავაზება არ მქონია. ეს არ არის არც ჩემი გატაცება, არც ჩემი საქმე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.