პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას გამორიცხავს
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 19:05
პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გაუქმებას გამორიცხავს

გიორგი გახარიამ უპასუხა კითხვას ჯარიმების შესაძლო გაუქმების შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 9 ათასმა ადამიანმა დაარღვია, დაკისრებული ჯარიმების გაუქმება კი ამ ბერკეტის გაუფასურებას გამოიწვევს.

„​არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდე როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციული ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ჯარიმები მომავალში გადაიხედება.