გიორგი გახარია - ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 19:23
გიორგი გახარია - ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას

ჯანდაცვის სისტემის მუშაობაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, მათ სწრაფ რეაგირებას, ამ პროცესში. კონკრეტული ინფიცირების წყაროს დადგენა, შემდგომ მისი გავრცელების, კავშირების, შემდგომ მათი ტესტირება, ეს იყო უაღრესად რთული პროცესი და ამაში მონაწილეობდა არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემა, არამედ სამართალდამცავი ორგანოებიც შესაბამის დახმარებას სწევდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომლებიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

„ამ ბრძოლაში პირველი დარტყმა მიიღო ინფექციური საავადმყოფოების იმ ქსელმა, რომლებიც იყო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ძალზედ სწრაფად გადაეწყო ინფექციური საავადმყოფოს ყაიდაზე რუხის კლინიკა და ბათუმის ინფექციური,“- აღნიშნა პრემიერმა.