მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება
ამობეჭდვა · 27 / 05 / 2020 19:30
მოსკოვში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 1-ლი ივნისიდან დაიწყება.

მოსკოვის მერის თქმით, 1-ლი ივნისიდან არასასურსათო მაღაზიები გაიხსნება. მოსკოველებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა სასეირნოდ გავიდნენ გარეთ.

„ვშიშობ, რომ მოსკოვის ქუჩებში იგივე არ მოხდეს, რაც შრომის დღის დღესასწაულზე ვიხილეთ. ამიტომაც, გახსნის პროცესს სატესტო რეჟიმში დავიწყებთ. იქნება განრიგი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები გარეთ გასვლას შეძლებენ“, - განაცხადა სერგეი სობიანინმა.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დედაქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 171 443 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.