ინფრასტრუქტურის მინისტრმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პაკეტის დეტალები განმარტა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 10:16
ინფრასტრუქტურის მინისტრმა იპოთეკური სესხების სუბსიდირების პაკეტის დეტალები განმარტა

ჩვენი ყველა პაკეტი, რომელიც შევთავაზეთ ტურიზმს, სოფლის მეურნეობას და ზოგადად, ანტიკრიზისული პაკეტი, ემსახურება ორივე სეგმენტს: მოქალაქეებსა და ბიზნესს - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, საზოგადოებას ძალიან მალე ეცოდინება ამ პაკეტის სრული შინაარსი. „დამერწმუნეთ, რომ ეს არის ძალიან შთამბეჭდავი პაკეტი დეველოპმენტის შემთხვევაშიც. ყველა ის სექტორი, რომელსაც ჩვენ ვეხმარებით, არ არის შემთხვევით შერჩეული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ტურიზმის მხარდაჭერაზე, ჩვენ ვთქვით, რომ ტურიზმი შეადგენს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-ს. შესაბამისად, დეველოპმენიც არის ის სფერო, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ეს არის დიდი ჯაჭვი, რომლისთვისაც ეს პაკეტი შევიმუშავეთ“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე, ეს ეხება ახალ სესხებს იმ ახალი ბინების შესყიდვაზე, რომელიც უახლოესი 6 თვის განმავლობაში განხორციელდება, ამ დროიდან წლის ბოლომდე.