გიორგი გახარია - 1800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 13:09
გიორგი გახარია - 1800 დევნილი ოჯახი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას

1800 დევნილი ოჯახი, დახლოებით 6 ათასი ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად იყო ბოლოს შეკითხვა იმაზე, რომ დევნილები ყურადღების გარეშე დარჩნენ.

„ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით, დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე. ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ.

მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დაკოონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 ათასი ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.