თუ შეიძლება შაჰ-აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?! - მეუფე იაკობი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემაზე
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 14:00
თუ შეიძლება შაჰ-აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს?! - მეუფე იაკობი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემაზე

თუ შეიძება ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა.

საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკას ბოდბელ ეპისკოპოსს „ნაციონალური მოძრაობის" დროს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ახსენდება, როცა მისი ლობისტობით მესხეთ-ჯავახეთში ტყის დიდი ნაწილი სწორედ გაანადგურა.

მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესია მზად არის საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს და ხალხს ტყე უკან დაუბრუნოს.

„ტყეების გადაცემაზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მერაბიშვილი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა?! აბა ჩადით და მანახეთ, თუ არის იქ ტყეები დატოვებული. იქ დაბადებული არ ვარ, თორემ იქაც ვიზრდებოდი. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი არ დატოვეს, მარტო რუსებმა გააფუჭეს, რომ დაწვეს?! უარესი, აოხრებდნენ მაგან გააკეთა პირადად, ეგ ლობირებდა. როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე?! ვინც მოესწარით, რამე პროტესტის გრძნობა გქონდათ, ჩინელებმა რომ გაგვიჩეხეს ტყეები?! რა ნახა, რა მოიგო საქართველომ?! ვიღაცა ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა ხომ?! ძველად იყო შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე-ტყეს, სააკაშვილის დროს ბატონი მერაბიშვილი, პასუხი ვისზეცა გაქვთ მოსათხოვი იმას მოსთხოვეთ, ეკლესიამ ვის რა მისცა, ვის რა მიყიდა?! ტყის მართვის კანონი მიიღეს, იქ არის ეკელიაში მუხლი, თუ შეიძება ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს მიყიდო ხომ, შაჰ-აბასის შვილთაშვილებს რომ მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს და როცა დასჭირდება ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის სახელმწიფოს და ჩვენ ხალხს დავუბრუნოთ. შეხედეთ ბოდბეში, აქ რა იყო და ახლა აქ წალკოტია", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

პარლამენტმა „ტყის კოდექსის“ პროექტი მესამე მოსმენით 22 მაისს დაამტკიცა.