საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 14:22
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაძვირდება - კახა კალაძე

მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება. ჩვენ ყველა იმ მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც დარგის სპეციალისტების მხრიდან მოდის და აუცილებელია პირბადით შესვლა, როგორც მიკროავტობუსში, ასევე ავტობუსსა და მეტროში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.