2008 წლის შემდეგ ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა 17%-ით გაიზარდა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 15:05
2008 წლის შემდეგ ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა 17%-ით გაიზარდა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული ჯარის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

თუ 2008 წელს ჯარს, როგორც ინსტიტუტს, მოსახლეობის 70% ენდობოდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 17%-ით გაიზარდა და 87% შეადგინა.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.