ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს - პაატა იმნაძე
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 15:30
ტურისტებს ვერ ჩამოვიყვანთ იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს - პაატა იმნაძე

„ტურისტი არ ჩავა ქვეყანაში, სადაც COVID-19 მძვინვარებს, მაგრამ მეორე მხრივ, იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს ინფექცია მოდებული იქნება და ვირუსი მძვინვარებს, რა თქმა უნდა, ტურისტებს უარს ვეტყვით და ვერ ჩამოვიყვანთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული კოტროლის მექანიზმები ტურიზმისთვის განკუთვნილ რეგულაციებში ჩაიწერება იმისთვის, რომ ინფექციის შემოტანისათვის მაქსიმალურად ვიყოთ დაცული.

პაატა იმნაძის თქმით, ეს გულისხმობს ორმხრივ, მრავალმხრივ ხელშეკრულებებს სხვადასხვა ქვეყანასთან. ისინი ერთმანეთს გაუხსნიან თავისუფალ მოგზაურობას გარკვეული კონტროლის მექანიზმებით და ყველა ეს ქვეყანა უნდა იყოს უსაფრთხო.

„ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ იმდენი ტურისტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა, რა თქმა უნდა, ვერ შემოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნის იმიჯი გამოვიყენოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.