ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 17:25
ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მათვე ინფორმაციით, ერთი დადასტურებული შემთხვევა ქვემო ბოლნისიდანაა და ერთი სასწრაფოს მძღოლია.

სულ ბოლნისში 165 დადასტურებული შემთხვევაა.