ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია - ამირან გამყრელიძე
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 19:47
ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია - ამირან გამყრელიძე

ლუგარის ლაბორატორია ჩვენი ქვეყნისთვის განძია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, განძია არა ლაბორატორიის შენობა, არამედ იქ მომუშავე მაღალკვალიფიციური მეცნიერები.

„ლუგარის ლაბორატორია არის ჩვენი ქვეყნისთვის განძი, ძალიან მნიშვნელოვანი განძი. ოღონდ შენობა და აპარატურა არ არის განძი. ის ადამიანები არიან, ვინც იქ მუშაობენ - მაღალკვალიფიციური მაღალი დონის მეცნიერები“,- განაცხადა გამყრელიძემ.