ამერიკა არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი - ამირან გამყრელიძე
ამობეჭდვა · 28 / 05 / 2020 20:19
ამერიკა არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით რუსების ძირითადი გაღიზიანების საბაბი გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები და არ არის რუსეთი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიახ ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს ნომერი პირველი პოლიტიკური, ფინანსური პარტნიორი. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმისთვის, რომ საქართველოს აუშენეს და გაუკეთეს უზარმაზარი ეს სისტემა. ჩვენ მადლობელი ვართ და მოდით, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი საქართველოსგან პასუხს მოელის რუსი სპეციალისტების ლუგარის ლაბორატორიაში ბვიზიტთან დაკავშირებით მიმართვაზე. აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოსკოვი ლაბორატორიის მუშაობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.