გუდამაყრის ქუჩა და გურამიშვილის გამზირი მოირეცხა
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 10:55
გუდამაყრის ქუჩა და გურამიშვილის გამზირი მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩა და გურამიშვილის გამზირი მოირეცხა.

სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია ათივე რაიონში, 80-ზე მეტ ქუჩას ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.