უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 13:12
უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ.

როგორც ცნობილი გახდა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე წარადგინეს ვასილ როინიშვილი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვის წინა ამოეწურა.

როინიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან ამ პოსტზე შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. მას შემდეგ, რაც ზაზა თავაძის შემცვლელის ვინაობა ცნობილი გახდება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები თავადვე აირჩევენ ხელმძღვანელს 5 წლის ვადით.