ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 13:25
ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის პროცესი დასრულდა. "პირველი არხის"ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს.

არჩევამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში.

„ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები“,- განაცხადა როინიშვილმა.