ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 15:47
ზოგადი რეკომენდაციები სავაჭრო მოლებისა და ცენტრებისთვის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

ამ რეკომენდაციის მიხედვით, სავაჭრო სივრცეში მომხმარებლები ​პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

ძირითადი რეკომენდაციებია:

უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;

ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;
მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე ერთი ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით

მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე ერთი ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;

მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით).

უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;

უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;

უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით;

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

დოკუმენტი ასევე მოიცავს მოთხოვნებს კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ; დამსაქმებლის ვალდებულებებს; სავაჭრო ცენტრის სივრცეში განთავსებული ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა ვალდებულებებს; ასევე დასაქმებულთა ვალდებულებებს.