საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 17:11
საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება

საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება, -  ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდეს. პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება. თუმცა, ფორმატი შეიცვალა და ოთხის ნაცვლად გუნდები ორ წრედ ითამაშებენ. თამაშების განახლებამდე ფეხბურთელების ტესტირება ჩატარდება ორჯერ: პირველად 1-7 ივნისს, მეორედ კი უშუალოდ მატჩების განახლებამდე, 22-24 ივნისს.“ – განაცხადა დავით მუჯირმა. ასევე ჩვეულებრივად გაიმართება დავით ყიფიანის თასის გათამაშება, თუმცა ევროთასებზე მონაწილე გუნდები გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან“, – განაცხადა მუჯირმა.