წვიმა, შტორმი, ქარი, წყალდიდობა - ამინდის პროგნოზი
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 20:52
წვიმა, შტორმი, ქარი, წყალდიდობა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსებს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.