დაპირისპირება თბილისში - ცივი იარაღით 2 ახალგაზრდა დაჭრეს
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 21:15
დაპირისპირება თბილისში  - ცივი იარაღით 2 ახალგაზრდა დაჭრეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა. დაჭრილები კლინიკაშია გადაყვანილი. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდები ცივი იარაღით დაჭრეს.

ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.