გლდანი-ნაძალადევის რაიონის 14 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
ამობეჭდვა · 29 / 05 / 2020 21:39
გლდანი-ნაძალადევის რაიონის 14 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონის დაახლოებით 14 000 აბონენტს ბუნებრივი გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.

როგორც "თბილისი ენერჯი" აცხადებს, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სანიაღვრე ქსელის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას ქალაქ თბილისის ცენტრალური, მაგისტრალური საშუალო წნევის D=500მმ–იანი გასზადენი დააზიანა.

 კომპანია „თბილისი ენერჯის" ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ინტენსიურად მუშაობენ. დაზიანებული გაზსადენის მაქსიმალურად მოკლე დროში აღსადგენად სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

 გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 მაისს დილიდან, ეტაპობრივად დაიწყება. აღდგენის ზუსტ დროს აბონენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms) ინდივიდუალურად მიიღებენ.