პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა
ამობეჭდვა · 30 / 05 / 2020 19:55
პოლონეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა

პოლონეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და 1 051 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 23 376 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 016 გამოჯანმრთელდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევა აღწერეს.

ქვეყანაში პირველი ინფიცირებული 4 მარტს აღწერეს.