აშშ-ის საელჩო: პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2020 11:20
აშშ-ის საელჩო: პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით

აშშ-ის საელჩო ქართველ პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი დიპლომატიური წარმომადგენლობის Facebook-ის ვებგვერდზე განთავსდა.

„პოლიციელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ, ხშირად, სახიფათო ვითარებაში. ამ მამაცი კაცებისა და ქალების უმრავლესობა ყოველდღიურად საფრთხეში იგდებს თავს და მრავალ უძილო ღამეს ატარებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის. რთულ მომენტებში შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიცით რა, რომ ისინი ყოველთვის უპასუხებენ ჩვენს ზარს.

დღეს ვუერთდებით მთელ საქართველოს პოლიციის დღის აღნიშვნაში და მადლობას ვუხდით პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც COVID-19-ის საპასუხო ქმედებებისას გვიჩვენეს თავდაუზოგავი ერთგულება. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად დგას თქვენ გვერდით!“, - აღნიშნულია მილოცვის ტექსტში.