Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა
ამობეჭდვა · 31 / 05 / 2020 18:47
Space X-ის ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

19-საათიანი ფრენის შემდეგ ისტორიაში პირველი კერძო ხომალდი, რომელზეც ადამიანები კოსმოსში გაფრინდნენ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიუერთდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Space X-ის ხომალდი Crew Dragon, რომლის ბორტზეც ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან სადგურს თბილისის დროით 18 საათსა და 16 წუთზე მიუერდა.

Crew Dragon-მა სტარტი 30 მაისს, კანავერალის კონცხიდან აიღო. ეს ამერიკიდან ასტრონავტების კოსმოსში გაშვების პირველი შემთხვევაა. სტარტის განხორციელების პირველი მცდელობა 28 მაისს, უამინდობის გამო გადაიდო.