საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2020 10:13
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 2494 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.