ამირან გამყრელიძე - როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2020 13:29
ამირან გამყრელიძე - როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ადამიანები ქუჩაში არ იცავენ არც დისტანციისა და არც პირბადეების ხმარების წესს.

„ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა იხმაროთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-6-7-10 ადამიანი, იგივე გარე სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება, იმიტომ, რომ ქვეყანაში ინფექცია ჯერჯერობით არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგეხსენებთ, რომ საქართველოში გუშინ კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს - 11. მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსი 794 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 624 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.