მეუფე იაკობი - „ნაცმოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2020 16:27
მეუფე იაკობი - „ნაცმოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, "მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ".

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვით. ვინ თეოლოგები ამბობენ რომ მე უნდა გადამიყვანონ პასიურ მდგომარეობაში? ვინ უნდა გადამიყვანოს? ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები. ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ“, – განცხადა ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებული საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.

ამასთან, მეუფემ მის მიმართ გაღიზიანება, იმ მუქარას დაუკავშირა, სადაც ის გარკვეულ პირებს ფაქტებით საჯარო მხილებას დაპირდა.

„შიშები აქვთ სხვა რამის გამო, რადგან ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი. ისე კი არა, პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

1tv.ge