ტრაგედია კახეთში - 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა
ამობეჭდვა · 01 / 06 / 2020 18:47
ტრაგედია კახეთში - 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში უბედური შემთხვევა მოხდა.

"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის ქალს, პურის ცხობის დროს ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მისი დახმარება ვერ მოახერხეს. მიღებული მძიმე დამწვრობის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს. მომხდარ ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.