მთაწმინდაზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2020 13:05
მთაწმინდაზე სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

ამჯერად, სადარბაზოების რეაბილიტაცია ოთხ მისამართზე დასრულდა. სარემონტო სამუშაოები ალ. მესხიშვილის ქ. №12-ში, ა.შანიძის ქ. №11-ში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. № 13-ში და ვ. ბარნოვის ქ. №45-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.  სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 288 ლარია გამოყოფილი.