ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2020 18:20
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოზურგეთში, პეტრიწის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. სწრაფად მიმავალი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შუახნის ქალი, რომელიც ქუჩას კვეთდა, ადგილზე გარდაიცვალა. 

ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.