პედიატრი გვირჩევს, რომ წელს ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ
ამობეჭდვა · 02 / 06 / 2020 19:06
პედიატრი გვირჩევს, რომ წელს ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი „პრაიმტაიმთან“ იმ რისკებზე საუბრობს, რაც შეიძლება წელს ბავშვების ზღვაზე წაყვანას მოჰყვეს.

მისი თქმით, ის და მეცნიერების გარკვეული ნაწილი მიიჩნევენ, რომ ზღვა ე.წ რისკ ჯგუფია და იმისთვის, რომ ბავშვი არ დაავადდეს სხვა ვირუსული ინფექციებით, საჭიროა თავი შევიკავოთ ზღვაზე დასვენებისგან. უმჯობესია მთას, სოფლებსა თუ აგარაკებს ვესტუმროთ.

„მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ არ არსებობს.

უბრალოდ ზღვასთან დაკავშირებით მე მაქვს ასეთი აზრი და მეცნიერთა გარკვეულ ნაწილსაც, რომ ზღვა ეს არის მაინც ე.წ რისკ ფაქტორი.

იმისათვის, რომ ბავშვი არ დაავადდეს სხვა ვირუსული ინფექციებით, არ შეხვდეს ბავშვს ნაწლავური ინფექცია და აქედან გამომდინარე არ გაძლიერდეს მშობლების შიში, რადგან დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი შიში მშობლებში.

ნებისმიერი დაცემინება, დახველება, დიარია იწვევს გარკვეულ შიშს და საფრთხეს იმისას, რომ ჩემს შვილს არ ჰქონდეს ინფექცია.

 

 

იხილეთ ვრცლად