ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2020 17:34
ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც მოსამართლეთა არჩევის პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

"დღეს ინიცირებულ კანონპროექტში იცვლება შემდეგი წესი - პირველი, იუსტიციის საბჭოს ექნება ვალდებულება, რომ ყველა კანდიდატი, რომელიც დარეგისტრირდება მოსამართლეობის ვაკანტურ პოზიციაზე, აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პირობებს, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ეს არის ფორმალური პირობები და ყველა ასეთი დასაბუთებული გადაწყვეტილებით და კენჭისყრით წარუდგინოს პარლამენტს. მეორე - გათვალისწინებულია მოთხოვნა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. მესამე, რომ უარის თქმის შემთხვევაში, კანდიდატს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.