ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი თენგიზ სულხანიშვილი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 03 / 06 / 2020 19:48
ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი თენგიზ სულხანიშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი თენგიზ სულხანიშვილი.

ათეული წლის მანძილზე ჟურნალისტის სახელი საქართველოს პირველ არხთან იყო დაკავშირებული. კარიერის საწყის წლებში მას საქართველოს ტელევიზიაში რამდენიმე გადაცემა მიჰყავდა, შემდეგ კი სსრკ ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ ჯგუფის ხელმძღვანელი იყო თბილისში.

1986 წელს საქართველოსა და აშშ-ს შორის პირველი ტელეხიდი მისი ორგანიზებით შედგა.

სიცოცხლის ბოლო წლები მან ოჯახთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს თენგიზ სულხანიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.