საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 10:32
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 801 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდა ამისა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 644-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.