ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 15:37
ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ ჩოგბურთელის ადვოკატი წერს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხს ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ, განვითარებული მოვლენების გამო. კომიტეტი, განცხადების თანახმად, გმობს ძალადობას, ამასთან, მხარეებს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად, შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან“, - ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხს ჩოგბურთელის, ნიკოლოზ...

Posted by Chkadua Irma Lawyer and Human Rights Defender on ხუთშაბათი, 04 ივნისი, 2020