ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება
ამობეჭდვა · 04 / 06 / 2020 15:53
ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:

N23, N24, N32 და N33 ავტობუსები გლდანის პარკის მხრიდან ვეკუას ქუჩაზე გავლენ და მოძრაობას შეშელიძის ქუჩის მეშვეობით, სარაჯიშვილის გამზირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N23, N24, N33 მარშრუტები უკუმიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან" ქერჩი-ვასაძის ქუჩების ნაცვლად, შეშელიძის ქუჩის გავლით მოხვდებიან;

N51 მარშრუტი იმოძრავებს ქერჩის ქუჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, თიანეთის გზატკეცილიდან მიქატაძე-ლესელიძის ქუჩების მეშვეობით, გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს დაუკავშირდება,
რომლის შემდეგაც, გლდანულას დასახლებაში გადავა. რაც შეეხება N45, N73, N108 ავტობუსებს, ისინი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრამდე" მისასვლელად, ვასაძის ქუჩის გავლით, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებენ.

ანალოგიურად, მიკროავტობუსების - N30, N39, N77, N85, N133, N180, N210, N217 მარშრუტები „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე და დაუკავშირდებიან მეტროსადგურ

„ახმეტელის თეატრს“, ხოლო N30, N77, N85, N133 და N210 მარშრუტები შეშელიძის ქუჩიდან დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას. მიკროავტობუსები - N100, N202 გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდებიან და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ვეკუასა და შეშელიძის ქუჩების მეშვეობით გადაადგილდებიან. მიკროავტობუსების - N86, N96, N116, N136, N139, N148 მარშრუტები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობას ვასაძის ქუჩაზე, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთასთან დაასრულებენ
და უკუმიმართულებით, ასევე, ვასაძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.

N78 და N226 მარშრუტები მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილის ქუჩაზე დაასრულებენ; N147 მარშრუტი მოსულიშვილის ქუჩაზე მისასვლელად და ასევე, უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იმოძრავებს ქერჩის ქუჩის გავლით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა; N111 მარშრუტი დროებით ვერ შევა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ და ორივე მიმართულებით, თიანეთის ზატკეცილისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს;

N142 და N145 მარშრუტები, მუხიანის დასახლებიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გობრონიძის ქუჩიდან შენგელიას ქუჩაზე გადავლენ, ის შემდეგაც შეშელიძის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის გავლით, მოძრაობას
დადგენილი მიმართულებით გააგრძელებენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც.

აღსანიშნავია, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად განიმუხტება საგზაო მოძრაობა, ქუჩები გახდება მეტად უსაფრთხო როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე,
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის.