მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს
ამობეჭდვა · 05 / 06 / 2020 14:17
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.

ამჯერად, თბილისი-კოჯრის გზატკეცილის I შესახვევში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. პროექტის ფარგლებში, 950 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგება.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 000 ლარია გამოყოფილი.