საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2020 10:40
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2955 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 276.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.