ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2020 10:50
ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამივე შემთხვევა იმპორტირებულია.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 83 030 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 78 329 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 634 კი გარდაიცვალა.