რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2020 12:09
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 855 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 458 689-ს მიაღწია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში ინფექციით 197 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანობაში პანდემიას ქვეყანაში 5 725 ადამიანი ემსხვერპლა, 221 388 კი - გამოჯანმრთელდა.