„7 ნოემბრის შემდეგ იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და კალაძეს გავუგზავნო“ – სამოქალაქო აქტივისტი
ამობეჭდვა · 06 / 06 / 2020 16:09
„7 ნოემბრის შემდეგ იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და სააკაშვილთან სურათებს იღებდა, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და კალაძეს გავუგზავნო“ – სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, რომელსაც გუშინ თბილისის მერთან კონფლიქტი მოუვიდა, აპირებს, რომ კალაძეს მაისური გაუგზავნოს, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრის შემდეგ კახა კალაძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის არ მალავს თავისი პოზიციებს, განსხვავებით კალაძისგან, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილს და იმ „ხელისუფლებას “აპრავებდა”.

„მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო”, – განაცხადა მან.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს.

“რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება”, – აღნიშნავს აქტივისტი.

ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა.