კონორ მაკგრეგორი - გადავწყვიტე, კარიერა დავასრულო
ამობეჭდვა · 07 / 06 / 2020 17:28
კონორ მაკგრეგორი - გადავწყვიტე, კარიერა დავასრულო

გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო, - ამის შესახებ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ირლანდიელმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა.

როგორც ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, სპორტსმენი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და აცსადებს, რომ "ბრწყინვალე მოგზაურობა" ჰქონდა.

„მეგობრებო, მე გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ დაუვიწყარი მოგონებებისთვის. ბრწყინვალე მოგზაურობა მქონდა!„გადავწყვიტე, ამ სპორტიდან ახალგაზრდა წავიდე. ყველას დიდი მადლობა. მოგვიანებით შევხდებით“, - წერს მებრძოლი.

ცნობისთვის, ბოლო ოთხ წელიწადში, მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ უკვე მესამედ განაცხადა.