პეტრიაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი მოეწყო
ამობეჭდვა · 11 / 06 / 2020 13:54
პეტრიაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ვერაზე, პეტრიაშვილის ქ. N7-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ მოინახულა.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მისი პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, სპორტული მოედნის გარეშე არცერთი უბანი დავტოვოთ. პეტრიაშვილის ქ. N7-ში სრულად განახლდა არსებული მოედანი. ასევე, ამ ტერიტორიაზე, დეკემბერში დასრულდა მულტიფუნქციური სპორტული სივრცის მოწყობაც. ვიმედოვნებ, რომ მთაწმინდის რაიონის მცხოვრებლები სპორტულ აქტივობებში ჩაერთვებიან. რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის განმავლობაშიც, მსგავს პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, 400 კვ.მ ფართობზე მოეწყო ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდა LED განათება.

მთაწმინდის რაიონში პარალელურად, კიდევ 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, 3 მოედნის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.